არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 95. არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 3 თვეზე ნაკლები.
3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური აცნობებს სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სააგენტო შეისწავლის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის შედეგებს სააგენტო პენიტენციურ სამსახურს უგზავნის.
