Closest in meaning — including in other laws
საერთაშორისო დაცვის შესახებ
Always up-to-date legal framework
დროებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს: ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმის (სტატუსის), აგრეთვე აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ბ) მიიღოს დროებითი დაცვის მინიჭების თაობაზე ცნობა და დროებითი ბინადრობის მოწმობა მისთვის მინიჭებული დროებითი დაცვის მოქმედების ვადით; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს სამედიცინო მომსახურება; დ) ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებითა და სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ზ) უზრუნველყოფილი იყოს კვებითა და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი დახმარებით მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
These lawyers work in the legal area related to this article.