კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციას იღებს პროკურორისგან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან. ცენტრს უფლება აქვს, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, აგრეთვე შეხვედრის მიზნით დაიბაროს ისინი ცენტრში ან/და მივიდეს მათ საცხოვრებელ ადგილას.
2.ცენტრს უფლება აქვს, ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განსახორციელებლად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მისაღებად მიმართოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოს ან/და სხვა ისეთ პირს ან დაწესებულებას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცხოვრების, მართლსაწინააღმდეგო ქცევის ისტორიის, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარების თაობაზე, აგრეთვე სხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პირი/უწყება/დაწესებულება ვალდებულია ცენტრს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
3.ცენტრს უფლება აქვს, ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განსახორციელებლად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მისაღებად მივიდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გაესაუბროს ამ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, მათ შორის, დაწესებულების დირექტორს, მასწავლებელსა და მანდატურს.
These lawyers work in the legal area related to this article.