საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 34. გამოძიების ორგანოები
1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის სისტემის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.
2. უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, ყველა გამომძიებელს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვს და მათ მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.
