Article 110. პასუხისმგებლობა მაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობისა და გამოუქვეყნებლობისთვის
შესაბამისი მაუწყებლის მიერ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფების მიწოდების მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. კარი II. განსაკუთრებული ნაწილი თავი XV. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
