Article 76^5. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 66 1 მუხლის 1 1 პუნქტის მოთხოვნების დარღვევისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სანქციების აღსრულების დროებითი წესი
მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 66 1 მუხლის 1 1 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 66 1 მუხლის 1 1 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №407 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.
