1.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიუწოდებლობის შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის გაწეული ხარჯები ამ წესებისა და ხელშეკრულების შესაბამისად.
3.თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშსწორება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის მოხდება შემდეგი წესით: ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის მოხმარებას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან მოითხოვოს როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული მისი კუთვნილი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფით ანაზღაურება; ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულება, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ელექტროენერგიის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.
4.იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფში გათვალისწინებული არ არის ელექტროენერგიის ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორმატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწილების ლიცენზიატის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფი ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელში გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგი.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.