სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს სასმელი წყალი.
2.მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის სასმელი წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, სასმელი წყლის საფასურის გაძვირება.
3.პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ქსელის სათანადოდ მოწყობის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი მრიცხველის არსებობის შემთხვევაში).
4.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, როდესაც მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა წარმოებს ინდივიდუალური მრიცხველების შესაბამისად, და მომხმარებლების მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით.
5.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური სასმელი წყლის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს; გ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია; დ) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში: დ.ა) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის პროპორციულად; დ.ბ) მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ე) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სასმელი წყლით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებელის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
The amendments this article has been through
New paragraphs 6 & 7 are added to article 15, detailing conditions under which shared metering is permissible with commission approval and the associated obligations of the provider.
amending act №1452453Describe your situation — we'll help you find the right specialist.