სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Article 14. სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
1. თუ გეგმური სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება გამოიწვევს მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას, მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე მაინც (აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მომხმარებლისთვის მიწოდებულ იქნეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით) – მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, უნდა მოხდეს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს სასმელი წყლის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება. მომხმარებლის მიერ მიმწოდებელის წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
