1.ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლები ვალდებული არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი.
2.აქტს განაწილების ლიცენზიატი ანიჭებს ნომერს და აღრიცხავს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
