1.ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა (საანგარიშსწორებო მრიცხველის ჩვენების აღება), ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ინფორმაციის განაწილების ლიცენზიატისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება (ანალიზისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის ვადის განსაზღვრით); ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ მიღებული ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის ანალიზის შემდეგ განახორციელოს საცალო მომხმარებელზე თანხის დარიცხვა (მიწოდებისა და განაწილების მომსახურების წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით), ქვითრის გამოწერა (დაბეჭდვა) და ამ ქვითრის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდება. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის სათანადოდ შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, განახორციელოს მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად გაწეული განაწილების მომსახურების ღირებულების დარიცხვა, გამოწეროს ანგარიშფაქტურა და განსაზღვრულ ვადაში (რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები) წარუდგინოს იგი მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებლისთვის წარდგენილ ანგარიშფაქტურას თან უნდა ახლდეს დადასტურებული მონაცემები განაწილების ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და ღირებულების შესახებ თითოეული მომხმარებლის მიხედვით (განცალკევებულად) და ჯამურად.
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
