1.ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე, გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა ედება 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.
3.ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაბამისი პროცედურები, ქონებას ყადაღა ედება 4 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 – ვებგვერდი, 01.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ. მუხლი 158 1 . ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა 1. პირი, რომლის საკუთრებაშიც არის ყადაღადადებული ქონება (შემდგომ − ქონების მესაკუთრე), უფლებამოსილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს პროკურორს და ითხოვოს ყადაღადადებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა შეიძლება განხორციელდეს როგორც მისი (ყადაღის ობიექტის), ისე პირის მიერ ამ ქონების მიზნობრივი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემის ფორმით.
2.ყადაღის პირის საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე დადების შემთხვევაში იგი (ამ ანგარიშის მესაკუთრე/განმკარგავი პირი) უფლებამოსილია ზიანის ასანაზღაურებლად ან სხვა მოტივირებული საფუძვლით მიმართოს პროკურორს და ითხოვოს აღნიშნულ ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა.
3.პროკურორსა და ქონების მესაკუთრეს, მის ადვოკატს შორის წერილობით გაფორმებული თანხმობის დოკუმენტის საფუძველზე პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ყადაღადადებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე, აგრეთვე შუამდგომლობით ყადაღადადებულ საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე.
4.თანხმობის დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში დგება თანხმობის შესახებ ოქმი (ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი), რომელშიც ასახულია პროკურორსა და ქონების მესაკუთრეს (საბანკო/ელექტრონული ანგარიშის მესაკუთრეს/განმკარგავ პირს) შორის მოლაპარაკების პროცესი. ამ ოქმის ასლი ქონების მესაკუთრესა და მის ადვოკატს გადაეცემა. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.



