1.თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოში ექსტრადირების შესახებ შუამდგომლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განაჩენის გამომტან შესაბამის სასამართლოს.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემდეგ განაჩენის გამომტანი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ.
3.განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივგადავადების საკითხს განაჩენის გამომტანი სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უგვიანეს მსჯავრდებულის საქართველოს შესაბამისი ორგანოებისათვის გადმოცემიდან 48 საათისა.
4.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადდება იმ პერიოდში, როდესაც შეუძლებელი იყო საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
5.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით განაჩენის გამომტან სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის ასლიც ეგზავნება მსჯავრდებულს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ განაჩენის რომელი ნაწილი ექვემდებარება აღსრულებას და მთლიანად ან ნაწილობრივგადავადებას.
7.თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ და მსჯავრდებულს აქვს განაჩენის გასაჩივრების უფლება, მისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც აღარ არსებობს „ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება.
8.მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადებული განაჩენი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას „ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ; პირის მიმალვის შემთხვევაში განაჩენის გამომტან სასამართლოს ერთპიროვნულად გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულის პოლიციის ორგანოების მეშვეობით ძებნის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 ს აქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 284. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება 1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია.
3.სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობას მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
4.ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
5.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო მონაწილეობით.
6.ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისაგანაც გათავისუფლდეს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.



