პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) პროკურორი; გ) გამომძიებელი; დ) პოლიციელი; დ 1 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე; ე) ; ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე; ზ) სასულიერო პირი; თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე; ი) ; კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული; ლ) ნასამართლევი. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6735 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 30. შეუთავსებლობა
Consolidation №178 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Topics:Justice & Military Crimes



