საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 332^2. (ამოღებულია)
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №893 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5390 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. მუხლი 332 3 . ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ამოქმედება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. მუხლი 332 4 . 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში ამ კოდექსის მიზნებისათვის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება მისი მეურვე, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3358 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 332 5 . 2023 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი სასამართლო სხდომის გამართვის დროებითი წესი 1. 2023 წლის 1 იანვრამდე პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, თუ: ა) ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული თანახმაა; ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან/და სასამართლო სხდომის ამ წესით ჩაუტარებლობამ შესაძლებელია დანაშაულის გახსნისა და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საჯარო ინტერესის ხელყოფა გამოიწვიოს.
