1.გაუნახევრდეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, 197-ე, 208-ე, 218-ე, 221-ე, 362-ე, 363-ე, 375-ე, 376-ე მუხლებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 276-ე მუხლის მე-4-მე-6 ნაწილებით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს.
2.გაუნახევრდეთ სასჯელი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისთვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.




