1.სკოლა სტაჟირების დასასრულს იუსტიციის მსმენელთათვის ატარებს სემინარებს, რომელთა მიზანია მათ მიერ თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელების სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის მომზადება.
2.სემინარებს ატარებენ სკოლის მასწავლებლები ან მოწვეული სპეციალისტები. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
