1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. საჩივარი (განცხადება) წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშთან შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი.
3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას − არაუმეტეს 5 დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება.
4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს: ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა; ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ; გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. საჩივარი (განცხადება) წარედგინება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 5 დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება. 4. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს. [2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. საჩივარი (განცხადება) წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშთან შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას − არაუმეტეს 5 დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
These lawyers work in the legal area related to this article.
The document details proposed changes to the Organic Law of Georgia "On Common Courts". These amendments cover a range of topics including defining interested parties in legal cases, prohibiting interference with the judiciary, responsibility for disrespecting the court, public access to court decisions (with de-personalization requirements), and restrictions on photography/videography within court premises. A significant portion focuses on disciplinary procedures for judges, adding new grounds for disciplinary action (poor performance of duties) and clarifying processes related to investigations and sanctions.
—