1.პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
2.დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ფულადი სარგოსა და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის დაკავება; ვ) ფულადი სარგოსა და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; ზ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; თ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება.
