1.ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის უფლება უჩერდება: ა) თუ მან დაარღვია ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. ნოტარიუსმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა; ბ) თუ მან ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც იწვევს მისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერებას; გ) მისი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
