Closest in meaning — including in other laws
ნოტარიატის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ნოტარიუსის პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 2 1 . ამ კანონის 19 1 მუხლით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებსა და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
3.საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეუძლია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი წევრის მიერ მიყენებული იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მითითებულია ამ კანონის 22-ე მუხლში . საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
These lawyers work in the legal area related to this article.