1.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2011 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003 − 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის შეძენასთან ან გამოყენებასთან.
2.ამ კანონის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთა მიერ ჩადენილი ქმედებაც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003 − 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის გამოყენებასთან და 2011 წლის 1 ნოემბრისთვის ეს ქმედება არ არის შეწყვეტილი.



