სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Article 23^1. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა
1. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას.
2. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა მოიცავს შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასებასა და გარე შეფასებას.
3. შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასება გულისხმობს შიდა აუდიტის საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს ან/და შიდა აუდიტორის მიერ ჩატარებულ პერიოდულ თვითშეფასებას ან დაწესებულებაში იმ პირის მიერ ჩატარებულ შეფასებას, რომელსაც აქვს შიდა აუდიტის პრაქტიკის საკმარისი ცოდნა.
4. შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებას ახორციელებს გარე კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებელი ან/და შემფასებელთა ჯგუფი არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
