1.განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტში შეტანილი განაცხადი ნაწილებად დაყოს და გამოყოფილი განაცხადი წარადგინოს. გამოყოფილი განაცხადის საგანი არ უნდა გასცდეს შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს.
2.გამოყოფილ განაცხადს უნარჩუნდება საქპატენტში პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი.
3.გამოყოფილი განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ინსტრუქციით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
