1.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მიმართოს საქპატენტს წინასწარი ძიების მომსახურების მისაღებად, რათა დადგინდეს, არის თუ არა კონკრეტული დიზაინის იდენტური დიზაინი დაცული საქართველოში საქპატენტში რეგისტრაციის ან დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელების გზით.
2.საქპატენტი ახორციელებს წინასწარ ძიებას და მის შედეგს აცნობებს დაინტერესებულ პირს მის მიერ წინასწარი ძიების მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3.წინასწარი ძიების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.


