ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სადაზვერვო ინფორმაცია – მონაცემები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნების, გეგმების, მოქმედებების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებისა და გარემოებების შესახებ; ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამა – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები; გ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა – სადაზვერვო საქმიანობის სახეობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობისა და მასში მონაწილე პირების, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1236 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ
Article 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
Compare versions
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სადაზვერვო ინფორმაცია – მონაცემები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნების, გეგმების, მოქმედებების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებისა და გარემოებების შესახებ; ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამა – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისკონცეფციის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია,დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები;პრიორიტეტები; გ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა – სადაზვერვო საქმიანობის სახეობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობისა და მასში მონაწილე პირების, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1236 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.



