Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

დაბრუნდი პანელზე

ვიპოვეთ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ

შენი აღწერილი პრობლემა

შვებულება და ზეგანაკვეთური სამუშაო: თქვენი უფლებები — შრომის სამართალი

 

ამოცნობილი მიმართულება

მიმართულება ვერ ამოვიცანით. გაჩვენებთ ყველა ვერიფიცირებულ სპეციალისტს

შეგიძლიათ ახლავე შეხვიდეთ, სპეციალისტის არჩევამდე.

ვერიფიცირებული სპეციალისტების სია

ნაპოვნია 58 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:ყველა მიმართულებამაქს. 3 სპეციალისტისრული დირექტორიის ნახვა

ან განათავსეთ დავალება ბაზარზე

აღწერეთ საკითხი, შესაფერისი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ.

დავალების განთავსება
Vakhtang Baramashvili | legal.ge

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

6 ბეჯი
პროფილის ნახვა
პროფილი
სანდრო სარუხანიშვილი | legal.ge

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

2 ბეჯი

სანდრო სარუხანიშვილი არის სამართლის დოქტორი კვალიფიციური იურისტი, რომელიც სპეციალიზებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, დიდი მონაცემების, ციფრული კომერციისა და ციფრული ბაზრების სამართალში. მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება საბანკო საქმეში, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში, კონტრაქტების ანალიზსა და შესაბამისობის უზრუნველყოფაში. სანდრომ სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (2020-2022). მანამდე, 2015-2019 წლებში, სამართლის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ). სანდრო გაცვლითი პროგრამით სწავლობდა კადისის უნივერსიტეტში, კადისი, ესპანეთი, (2024-2025), LUMSA-ს, რომი, იტალია (2021-2022) და ვილნიუსის უნივერსიტეტში, ვილნიუსი, ლიეტუვა (2017-2018). სანდროს პროფესიული უნარები მოიცავს სამართლებრივ კვლევას, პრობლემის გადაჭრას, ანალიტიკურ აზროვნებას და სამართლებრივ წერას. ის ფლობს Microsoft Office-ის პროგრამებსა და სამართლებრივ ბაზებზე მუშაობის უნარს.  მისი ძლიერი მხარეებია დეტალებზე ორიენტირებულობა, კრიტიკული ანალიზი, ადაპტირებულობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი.

პროფილის ნახვა
პროფილი
ლიანა ზაგაშვილი | legal.ge

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

2 ბეჯი

ლიანა ზაგაშვილი არის იურისტი 7-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. 2020 წელს მან დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი. 2022 წელს მას მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლიდან სწავლას განაგრძობს სადოქტორო პროგრამაზე. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საქმიანობას. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იგი ორჯერ იყო ნომინირებული სადოქტორო კვლევისთვის და იმყოფებოდა კვიპროსის ღია უნივერსიტეტში (Open University of Cyprus, 2025 წ.) და ესპანეთში, კადისის უნივერსიტეტში (Universidad de Cádiz, 2026 წ.). ლიანა დასაქმებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) პოზიციაზე სხვადასხვა ორგანიზაციაში, ხოლო 2020 წლიდან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი. მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებების დაცვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან მიმართებით. იგი ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის თემატიკაზე გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. მისი ძირითადი სპეციალიზაცია სწორედ ინტელექტუალური საკუთრების სამართალს მოიცავს.

პროფილის ნახვა
პროფილი
მორის გიგაური | legal.ge

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

3 ბეჯი

მორის გიგაური არის იურისტი, რომლის აკადემიური და პროფესიული გზა გამორჩეულია სამართლის სფეროში მიღწეული უწყვეტი პროგრესით. 2017-2021 წლებში მან წარჩინებით დაასრულა ბაკალავრიატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. 2021-2023 წლებში იმავე უნივერსიტეტში წარჩინებით მიიღო კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2024-2025 წლებში მორისმა წარმატებით დაასრულა მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) იურისტთა სპეციალიზაციის ონლაინ კურსი, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების ევროპულ სამართალზე. მორისს ჩაბარებული აქვს შემდეგი პროფესიული გამოცდები: — ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია) — მედიატორობის მსურველ პირთა სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დამადასტურებელ შემოწმებას. მისი კარიერული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2022 წლიდან დღემდე მორისი დასაქმებულია BDO ლეგალში (BDO საქართველო) იურისტის პოზიციაზე, სადაც სამართლებრივ მომსახურებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს. 2023 წლიდან იგი თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, სადაც უძღვება ტრენინგებს, ლექციებსა და სემინარებს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით -მათ შორის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის. მანამდე, 2020-2021 წლებში, მორისი მუშაობდა „სოხაძე, ბარამაშვილი და პარტნიორებში“ და მუდმივმოქმედ არბიტრაჟში „სამართლიანი არბიტრი“ უმცროს იურისტად. მორისის პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერას, ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციას, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სამართლებრივ მართვას. თუმცა, მისი ყველაზე ძლიერი და უკვე ოთხწლიანი გამოცდილება დაკავშირებულია საიმიგრაციო სამართალთან, რომელშიც მას მომზადებული აქვს 1000-ზე მეტი წარმატებულად დამუშავებული საიმიგრაციო საქმე.

პროფილის ნახვა
პროფილი
იოსებ გაბარაევი | legal.ge

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

6 ბეჯი

ადვოკატი იოსებ გაბარაევი დაიბადა 1981 წლის 24 სექტემბერს ქალაქ გორში. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სისხლის სამართლის სპეციალობით. 2022 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე – „ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007–2019 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატად, 2019 წლიდან კი განაგრძო კერძო საადვოკატო პრაქტიკა საერთო სპეციალიზაციით. პარალელურად მრავალი წელია ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. 2024 წლის მარტიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; ასევე, 2025 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი. 2005 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი. არის ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მისი საქმიანობა მოიცავს ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ევროპის სამართლის ინსტიტუტის (European Law Institute – ELI) ყოველწლიურ კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით. 2024 წლიდან არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი სისხლის სამართლის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. პროფესიული განვითარების მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტებით ევროკავშირის ინსტიტუტებში, მათ შორის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, სქესობრივი დანაშაულები და სამედიცინო სისხლის სამართალი.

პროფილის ნახვა
პროფილი
ნინო ლიპარტია | legal.ge

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

5 ბეჯი

ნინო ლიპარტია — სამართლის დოქტორი (PhD), ადვოკატი, სამედიცინო, შრომისა და სადაზღვევო სამართლის სპეციალისტი, 15+ წლიანი მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილებით. არის „Medical Disputes Centre“-ის დამფუძნებელი და პარტნიორი. ამჟამად წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, UN Global Compact Network Georgia-ს საბჭოს წევრს, კლინიკა „იმედის“ მთავარ იურიდიულ მრჩეველს და ორგანიზაციის „Georgian Lawyers for Independent Profession“ აღმასრულებელ დირექტორს. ასევე არის აზიისა და ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სადაზღვევო სექტორში, მათ შორის იყო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი „Ardi Insurance“-ში და მთავარი იურიდიული მრჩეველი სადაზღვევო კომპანია „Avtografi“-ში. აქვს პრაქტიკული გამოცდილება ადვოკატურ საქმიანობაში, წარმომადგენლობით სასამართლო და საარბიტრაჟო დავებში, ასევე მუშაობს არბიტრად დავების გადაწყვეტის ცენტრში (DRC). აკადემიური და პედაგოგიური მიმართულებით არის ასოცირებული პროფესორი და ლექტორი რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში (Ilia State University, Grigol Robakidze University, Sulkhan-Saba University, Tbilisi State University და სხვ.), სადაც კითხულობს კურსებს სამედიცინო, შრომისა და ადამიანის უფლებათა სამართალში. ასევე აქტიურად მონაწილეობს პროფესიული ტრენინგების ჩატარებაში როგორც ტრენერი და პროგრამების ხელმძღვანელი. არის „Legal Profession Development Center“-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მრავალი პროფესიული ფორუმისა და ტრენინგის ორგანიზატორი და სპიკერი. საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში როგორც სპიკერი და დელეგატი (ევროპა, აზია), სადაც მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: • სამედიცინო სამართალსა და ბიოეთიკას • პაციენტის ინფორმირებულ თანხმობასა და ავტონომიას • ვაქცინაციის სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებს • ჯანდაცვის სისტემაში სამართლებრივ რეგულირებასა და პასუხისმგებლობას • ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კომენტარების, შრომის სამართლისა და ალტერნატიული დავების გადაწყვეტის (ADR) მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს პრაქტიკულ იურიდიულ გამოცდილებას, აკადემიურ ცოდნასა და საერთაშორისო ხედვას, რაც მიმართულია სამართლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების განვითარებაზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
სულხან კაპანაძე | legal.ge

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

4 ბეჯი

LCG Legal -ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. 12 წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის 10 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა. კერძოდ, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში; 2014-2015 წლებში საადვოკატო ბიურო „კორძახია&ჟღენტის“ უმცროსი ადვოკატი; ხოლო, 2015-2019 წლებში-თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი. 2019 წლიდან იურიდიული კომპანია LCG Legal-ის დამფუძნებელი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: სანივთო სამართალი სახელშეკრულებო სამართალი, დელიქტური სამართალი, სამშენებლო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი და წარმომადგენლობა სტრასბურგის სასამართლოში.

პროფილის ნახვა
პროფილი
მია ზოიძე | legal.ge

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

6 ბეჯი

მია ზოიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი პარტნიორი. იგი ფლობს სამართლისა და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხებს და პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად იყენებს როგორც სამართლებრივ ცოდნას, ასევე კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ფსიქოლოგიურ მიდგომებს. მია ზოიძე მუშაობს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ დავებს, ხელშეკრულებით ურთიერთობებს, ქონებრივ და საოჯახო საკითხებს, ასევე რთულ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეებს. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდები როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართლის სფეროში. პრაქტიკის განმავლობაში მონაწილეობდა საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ რეზონანსულ საქმეში. აქვს გამოცდილება მედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მიმართულებით. მია ზოიძე ახორციელებს სამართლებრივ წარმომდგენლობას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
ირაკლი ღლონტი | legal.ge

ირაკლი ღლონტი

იურისტი

2 ბეჯი

ირაკლი ღლონტი არის იურისტი და ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ბიზნესის, ინვესტორებისა და კერძო პირების სამართლებრივი ინტერესების დაცვაში. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნეს საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, კორპორაციულ სამართალს, კომერციულ ურთიერთობებს, მოლაპარაკებების წარმოებას, სამართლებრივი რისკების მართვასა და ადამიანის უფლებათა დაცვას, წარმომადგენლობას სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან, მსხვილ კომპანიებთან და სხვადასხვა სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან. როგორც იურიდიული კომპანია „ირაკლი ღლონტი და პარტნიორების“ დამფუძნებელი და დირექტორი, იგი კლიენტებს სთავაზობს არა მხოლოდ სამართლებრივ მომსახურებას, არამედ ბიზნესზე ორიენტირებულ, პრაქტიკულ და შედეგზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. მისი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და პოლიტიკურ სექტორებში საშუალებას აძლევს, კომპლექსური სამართლებრივი და ბიზნეს გამოწვევები ფართო ხედვითა და სტრატეგიული მიდგომით შეაფასოს. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ირაკლი ღლონტი გახლდათ არაერთი საერთაშორისო კონფერენციის სპიკერი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის ,,რეფორმატორები''-ის ლიდერი, თავმჯდომარე და ქ. თბილისის მერობის კანდიდატი, რაც მის ლიდერულ და საზოგადოებრივ გამოცდილებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. 2007 – 2008 - ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის იურისტი; 2009-2010 - ქ.თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნოს (აპარატის) უფროსი; 2010-2012 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - სამმართველოს უფროსი; 2012 - 2014 -შპს ქართული კაპიტალის მართვის ჯგუფის დირექტორი; 2014-2018 - პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები''-ს თავმჯდომარე; ლიდერი; 2014 - ქ. თბილისის მერობის კანდიდატი; 2018 წლიდან დღემდე - იურიდიული კომპანია შპს ,,ირაკლი ღლონტი და პარტნიორები''-ს დირექტორი;

პროფილის ნახვა
პროფილი
ნინო დარსაველიძე | legal.ge

ნინო დარსაველიძე

იურისტი

იურისტი, სამართლის მაგისტრი - საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 11 წლიანი სტაჟით. დიდი პრაქტიკული გამოცდილებით სამეწარმეო, უძრავი ქონების, სახელშეკრულებო და მიგრაციის მიმართულებებში, მათ შორის საქმიანობის უფლებისა და ბინადრობის სფეროში.

პროფილის ნახვა
პროფილი
სალომე მდივანი | legal.ge

სალომე მდივანი

პარალეგალი

2 ბეჯი

სალომე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია. იგი გუნდს ერთი წლის წინ შემოუერთდა და მას შემდეგ Legal Sandbox-სთან ერთად ვითარდება და წარმატებულად ახდენს აკადემიური ცოდნის რეალიზებას პრაქტიკულ საქმიანობაში.

პროფილის ნახვა
პროფილი
დავით მაისურაძე | legal.ge

დავით მაისურაძე

იურისტი

2 ბეჯი

დავით მაისურაძე არის მაღალკვალიფიციური იურისტი და ადვოკატი, 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით სამოქალაქო, საკორპორაციო და ადმინისტრაციულ სამართალში. იგი 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით და წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა და კონსულტაციას უწევდა როგორც კერძო კომპანიებს, ისე არასამთავრობო და საჯარო ორგანიზაციებს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან სამართლებრივი დავების პროცესში. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს მაღალბიუჯეტური, საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ხელშეკრულებების შედგენას და ანალიზს, კონტრაქტების სამართლებრივ ექსპერტიზას კომერციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის, კორპორაციული მართვის, საწარმოთა რეორგანიზაციისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, დავით მაისურაძეს აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დავითი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სადაც, ასევე, ხელმძღვანელობს კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას და კითხულობს ლექციებს საკორპორაციო სამართალში, კორპორაციულ მართვაში, საწარმოთა რეორგანიზაციებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართალში. მისი აკადემიური ნაშრომები ციტირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რაც ადასტურებს მის მაღალი დონის ექსპერტიზას საკორპორაციო სამართლის სფეროში. დავით მაისურაძე არის კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მაგისტრი (UC Davis LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორი.

პროფილის ნახვა
პროფილი
მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილებიკითხვა ინახება კონფიდენციალურად