Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიავტორიზაცია
ლექსიკონი

ავტორიზაცია

კანონში განსაზღვრული 9 განმარტება

წყაროები:ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ · მუხლი 2პროფესიული განათლების შესახებ · მუხლი 4უმაღლესი განათლების შესახებ · მუხლი 2ზოგადი განათლების შესახებ · მუხლი 2პროფესიული განათლების შესახებ · მუხლი 3რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ · მუხლი 4ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3საქართველოს საჰაერო კოდექსი · მუხლი 1ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ · მუხლი 3

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 2

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით

პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 4

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 2

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 2

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა

პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 3

კოლეჯის სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 4

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის ლიცენზირება, სერტიფიცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების მინიჭება

საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 1

უფლებამოსილება, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ენიჭება მაღალი რისკის კომერციული სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიზნებისთვის

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

მუხლი 3

ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)