ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელ თან აც და კავშირებ ულია ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ასევე სახელმწიფო დაფინანსების მიღება ; ა 1 ) ავტორიზაცია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; ბ) არაფორმალური პროფესიული განათლება – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად; ბ 1 ) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად; ბ 2 ) პროფესიული ტესტირება – პროცედურა , რომელიც ადგენს პირის მზადყოფნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის ; გ) (ამოღებულია); დ) (ამოღებულია); ე) (ამოღებულია); ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და სპეციალური პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს; ზ) ( ამოღებულ ია – 28.06.2013, №780 ) ; თ) (ამოღებულია); ი) პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით; კ) (ამოღებულია); ლ) (ამოღებულია); მ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ; მ 1 ) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით; მ 2 ) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად; ნ) (ამოღებულია); ო) (ამოღებულია); ო 1 ) (ამოღებულია); პ) (ამოღებულია); ჟ) (ამოღებულია); რ) (ამოღებულია); ს) (ამოღებულია); ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნა და უნარები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები; ტ 1 ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აგრეთვე შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და პროგრამის განხორციელების წინაპირობები, შესარჩევი სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემის ალტერნატიული ჩამონათვალი; ტ 2 ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც ორიენტირებულია მისაღწევ სწავლის შედეგებზე. მოდულით განისაზღვრება სასწავლო თემატიკისა და მისაღწევი სწავლის შედეგების ურთიერთკავშირი და პროფესიული სტუდენტის სწავლებასა და შეფასების ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით; უ 1 ) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; უ 2 ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები; ფ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი; ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია; ღ) რეგულირებადი პროფესია – პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა; ღ 1 ) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა; ყ) (ამოღებულია); შ) (ამოღებულია); ჩ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ძ) (ამოღებულია); წ) (ამოღებულია); ჭ) (ამოღებულია); ხ) სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი; ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება; ჯ 1 ) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად; ჰ) ( ამოღებულია ) . საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5367 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3924 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №12 · ძალაშია 1 აგვ. 2015-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 7
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აკრედიტაციის განმარტება ახლებურად ჩამოყალიბდა: პროგრამების განხორციელებასთან ერთად აკრედიტაცია უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების მიღებასაც.
„ვ“ ქვეპუნქტში საკვალიფიკაციო ჩარჩოს განმარტებას დაემატა სპეციალური პროფესიული განათლების კვალიფიკაციები; „ჯ“ ქვეპუნქტში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნობრივი სფერო პოლიციისა და გასამხედროებული დაწესებულების ნაცვლად განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროთი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებით.
- · გამოქვეყნდა 5 აგვ. 2010
მე-4 მუხლის ტერმინოლოგია გადაკეთდა: განისაზღვრა აკრედიტაცია, ავტორიზაცია, საზოგადოებრივი კოლეჯი, სპეციალისტი და ქართული ენის პროგრამა, ხოლო მრავალი ძველი ტერმინი ამოღებულია.
მე-4 მუხლში შეიცვალა ა, გ, ო, ო 1, ს, ტ და ქ ქვეპუნქტები: აკრედიტაცია და პროფესიული სტანდარტი სამინისტროს რეგისტრაციას უკავშირდება, ატესტაცია უცხოური განათლების შეფასებასაც მოიცავს, ხოლო ე ქვეპუნქტი (ეროვნული პროფესიული სააგენტო) ამოღებულია.
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი
ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი
კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

