Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიავტორიზებული პირი
ლექსიკონი

ავტორიზებული პირი

კანონში განსაზღვრული 5 განმარტება

წყაროები:ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ · მუხლი 2საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ · მუხლი 4მაუწყებლობის შესახებ · მუხლი 2საჯარო რეესტრის შესახებ · მუხლი 2სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ · მუხლი 3

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 2

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაშია შესაძლებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდეს ავტორიზებული პირი მისთვის საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 4

„საქპატენტის“ მიერ ავტორიზებულ პირად აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკა, ის საგანმანათლებლო დაწესებულება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების არაკომერციული მიზნით მიწოდებაა. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 2

კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მედიამომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს

საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 2

სააგენტოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე საჯარო რეესტრის წარმოებაზე ან/და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 3

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული პირი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)