Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებმუხლი 3

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:ტელეკომუნიკაციებიტელეკომუნიკაციებიკომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზებული პირი − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული პირი; ბ) ახალაშენებული შენობა − მრავალფუნქციური შენობა ან/და მრავალბინიანი შენობა, რომელზედაც სანებართვო განაცხადი ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნა წარდგენილი; გ) ინფრასტრუქტურის ოპერატორი − ავტორიზებული პირი, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, რომლის საშუალებითაც იგი ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს: გ.ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან განაწილება; გ.ბ) ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა ან განაწილება; გ.გ) გარე განათების მომსახურება; გ.დ) თბომომარაგება; გ.ე) წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრო და სადრენაჟო სისტემების მართვა და ოპერირება; გ.ვ) სატრანსპორტო მომსახურება, მათ შორის, სარკინიგზო, საგზაო, სანავსადგურო და სააეროპორტო მომსახურებები; დ) ფიზიკური ინფრასტრუქტურა − ინფრასტრუქტურის ოპერატორის ქსელის (მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის) ნებისმიერი ელემენტი, რომელიც ქსელის აქტიური ელემენტი არ არის და განკუთვნილია ქსელის სხვა ელემენტების განსათავსებლად. ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტებია: მილები, ანძები, არხები, სათვალთვალო ჭები, საკანალიზაციო ლიუკები, კაბინები, შენობები და შენობებში შესასვლელები, მათ შორის, თანალოკაციის ადგილები, ანტენების მოწყობილობები, კოშკები და ბოძები. ამ კანონის მიზნებისთვის კაბელები, მათ შორის, გაუნათებელი ოპტიკური ძარღვი, აგრეთვე ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებიც სასმელი წყლის მისაწოდებლად გამოიყენება, ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არის; ე) საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოები − სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ან სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ერთ ან ერთზე მეტ ელემენტს მოიცავს; ვ) საჯარო დაწესებულება − სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია; ზ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა − ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან ინსტალაციები ბოლო მომხმარებლამდე, მათ შორის, საერთო საკუთრებაში არსებული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია სადენიანი დაშვების ქსელების ან/და უსადენო დაშვების ქსელების განსათავსებლად და სადაც ამ ქსელებით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება და შენობის დაშვების წერტილის ქსელის ტერმინაციის წერტილთან მიერთება; თ) შენობის დაშვების წერტილი – ფიზიკური წერტილი, რომელიც მდებარეობს შენობის შიგნით ან მის გარეთ, ხელმისაწვდომია ავტორიზებული პირისთვის და სადაც შესაძლებელია შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან მიერთება; ი) ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრატორი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; კ) კომისია − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

2.ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზაცია (ComCom)სერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლებასერვისის გვერდი
  • სატელეკომუნიკაციო ანძის (კოშკის) იჯარასერვისის გვერდი
  • ტელეკომუნიკაციების სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 7საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიწოდება
  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

მაუწყებლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23219223347523
მნიშვნელობით ახლოსსატელეკომუნიკაციო ინფრ…ელექტრონული კომუნიკაცი…ლიცენზიებისა და ნებართ…ელექტრონული კომერციის …ენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023