ლექსიკონი

დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა

კანონში განსაზღვრული 1 განმარტება

დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დასადებად პირის მიერ განხორციელებული საშუამავლო ანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედებებიდან ერთ-ერთს მაინც: თ 1 .ა) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით შეთავაზებას; თ 1 .ბ) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას, დაზღვევის ხელშეკრულების დადების ორგანიზებას; თ 1 .გ) მზღვეველის სახელით დაზღვევის ხელშეკრულების დადებას ან/და გადამზღვეველი კომპანიის სახელით გადაზღვევის ხელშეკრულების დადებას; თ 1 .დ) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზარალის შეფასებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის პროცედურების ადმინისტრირებას; თ 1 .ე) მზღვეველის/დამზღვევის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობას, სადაზღვევო პრემიის შეკრებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის უფლების ჩათვლით

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)