Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებმუხლი 3

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 6 თებ. 2025
თემები:გამომცემლობამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ  კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეროვნული ბიბლიოგრაფია – ბიბლიოგრაფია, რომელიც აღწერს, არეგისტრირებს და აღრიცხავს შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცემულ ყველა სახეობის დოკუმენტს, აგრეთვე ამ ქვეყნის შესახებ უცხოურ პუბლიკაციებს და ქვეყნის ფარგლების გარეთ გამოცემულ თანამემამულეთა ნაშრომებს; ბ) დოკუმენტი – მატერიალური ობიექტი მასზე მოცემული ნებისმიერი ფორმის ინფორმაციით, რომელიც წარმოდგენილია ტექსტის, ხმოვანი ჩანაწერის, გამოსახულების ან მათი კომბინაციის სახით, რომლის რეკვიზიტებით ხორციელდება მისი იდენტიფიცირება და რომელიც განკუთვნილია დროსა და სივრცეში საზოგადოებრივი გამოყენების მიზნით გადასაცემად და შესანახად; გ) ელექტრონული დოკუმენტი – „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტი; დ) (ამოღებულია - 21.04.2017, №659); ე) (ამოღებულია - 21.04.2017, №659); ვ) ეგზემპლარი – ტირაჟირებული დოკუმენტის ნიმუში, რომელიც ორიგინალის იდენტურია; ზ) დოკუმენტის მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის მომზადებასა და პუბლიკაციას (გამოშვებას). დოკუმენტების მწარმოებლები არიან გამომცემლები, საგამომცემლო-პოლიგრაფიული და პოლიგრაფიული საწარმოები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რედაქციები, მუსიკალურ გამოცემათა მწარმოებელი ორგანიზაციები, ტელე- და რადიოკომიტეტები, კინოსტუდიები, ვიდეო- და კინემატოგრაფიული საწარმოები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, სახელმწიფო სტრუქტურები, უმაღლესი სასწავლებლები, საპროექტო, საკონსტრუქტორო და სხვა დაწესებულებები და ორგანიზაციები, აგრეთვე კერძო პირები, რომლებიც ამზადებენ და გამოსცემენ სხვადასხვა სახეობის დოკუმენტებს; თ) დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარი (შემდგომ – სავალდებულო ეგზემპლარი) – სხვადასხვა სახეობის, არანაკლებ 100 ერთეულის ოდენობით ტირაჟირებული დოკუმენტის ნიმუში, რომელიც დოკუმენტის მწარმოებელმა შესაბამის ბიბლიოთეკას ამ კანონით დადგენილი წესითა და რაოდენობით უსასყიდლოდ უნდა გადასცეს; ი) ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარი – სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია საქართველოს  ტერიტორიაზე ან მისი ფარგლების გარეთ, საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც იმპორტირებულია საქართველოში საზოგადოებრივი გავრცელებისათვის და რომელიც შესაბამის ორგანიზაციებს ამ კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარებით კომპლექტდება დოკუმენტების ეროვნული მიმღებები; კ) ავტონომიური სავალდებულო ეგზემპლარი – სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ან მათი ფარგლების გარეთ, ამ ავტონომიურ რესპუბლიკებში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით და რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ბიბლიოთეკას ამ კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს; ლ) ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარი – სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ან მისი ფარგლების გარეთ, ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით და რომელიც დოკუმენტის მწარმოებელმა აღნიშნული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის  შესაბამის ბიბლიოთეკებს ამ კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ უნდა გადასცეს; მ) დოკუმენტის მიმღები – ამ კანონით განსაზღვრული ეროვნული ბიბლიოგრაფიის მწარმოებელი; ნ) სავალდებულო ეგზემპლარის სისტემა – სავალდებულო ეგზემპლარების სახეობების ერთობლიობა, აგრეთვე მათი შეგროვების, დანაწილებისა და გამოყენების დადგენილი წესი; ო) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი – ყველა სახეობის დოკუმენტების ფონდი, რომელიც დაკომპლექტებულია ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარებით, დანაწილებულია ამ კანონის შესაბამისად და განკუთვნილია მუდმივი შენახვისა და საზოგადოებრივი გამოყენებისათვის. ეს ფონდი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია; პ) ადგილობრივი საბიბლიოთეკო ფონდი – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ორგანიზებული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი, რომელსაც ქმნის დოკუმენტის ადგილობრივი მწარმოებელი ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტების ადგილობრივი მიმღებებისათვის გადაცემის, დაცვისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობისათვის. ადგილობრივი საბიბლიოთეკო ფონდი კომპლექტდება ავტონომიური და ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარებით. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 მაი. 2017
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დოკუმენტბრუნვა და არქივის წარმოება (ეროვნული არქივი)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგამომცემლო სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგამომცემლო შეთანხმებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-02-06 · №8

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2017-05-10
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

  • 5დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება
  • 20სავალდებულო ეგზემპლარის მიმღების მოვალეობები
  • 21ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებები

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27ტერმინთა განმარტება

საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

  • 15ბიბლიოგრაფიულ-ინფორმაციული საბიბლიოთეკო ცენტრი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42721525202122323
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…დოკუმენტის სავალდებულო…ინფორმაციის ერთიანი სა…საავტორო და მომიჯნავე …ელექტრონული კომერციის …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 თებ. 2025