ლექსიკონი

ელექტრონულად გაწეული მომსახურება

კანონში განსაზღვრული 1 განმარტება

მომსახურება, რომელიც გაიწევა ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით, რომლის მიწოდებაც არსებითად ავტომატიზებულია, მინიმალურად საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მისი მიწოდება შეუძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე; მათ შორის: ჟ.ა) ციფრული პროდუქტის მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით; ჟ. ბ) ვებგვერდის მიწოდება; ჟ.გ) ვებჰოსტინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება; ჟ.დ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება; ჟ.ე) გამოსახულების, ტექსტისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ჟ.ვ) მუსიკის, ფილმისა და თამაშების (მათ შორის, აზარტული თამაშების) მიწოდება; ჟ.ზ) პოლიტიკური, კულტურული, სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი გადაცემების მაუწყებლობა და მიწოდება; ჟ.თ) დისტანციური სწავლების მიწოდება; ჟ.ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების სხვა სახეები. შენიშვნა: მხოლოდ ის გარემოება, რომ მომსახურების გამწევი და შემძენი ინფორმაციას ელექტრონულად ცვლიან, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მომსახურება ელექტრონულად არის გაწეული

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)