ლექსიკონი

გადახდისუუნარობა

2 საკანონმდებლო განმარტება · უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა

insolvency

სასამართლომ გამოიყენა საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო ან სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობის განმარტება და აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის ვალდებულების სრულად შესრულების ბოლო ვადა უკვე დამდგარი იყოს.

ნორმატიული საფუძველი:საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონის პირველი მუხლის ზ ქვეპუნქტი

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა

მდგომარეობა, როდესაც: ჩ.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივები (ვადიანობის მიუხედავად) ვეღარ ფარავს მისი მთლიანი ვალდებულებების (მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების) ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება აქტივებთან შედარებით ვალდებულებების მეტობა; ჩ.ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან სეკიურიტიზაციის განყოფილება ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

მსგავსი იურიდიული ტერმინები

წყაროები: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა