Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 2

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ტოკენ შეთავაზებებიკერძო განთავსებატოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიკომერციული უძრავი ქონების შეფასებარისკების შეფასებაკორპორაციული და ინდივიდუალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის ამავე კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სეკიურიტიზაცია − გარიგება (გარიგებათა ერთობლიობა), რომელიც ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი სქემით ან მათი კომბინაციით: ა.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით) იღებს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებულ საკრედიტო რისკს და ამ რისკის შეძენის დასაფინანსებლად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულება ან/და შემოსავლიანობა აღნიშნულ რისკზეა დამოკიდებული; ა.ბ) ხორციელდება საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის ტრანშირება (მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა  სქემაში სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული) ისე, რომ სქემის ფარგლებში გადახდები დამოკიდებულია საბაზისო აქტივების ღირებულებაზე ან/და შემოსავლიანობაზე და ტრანშების სუბორდინაცია განსაზღვრავს სქემაში ზარალის განაწილებას; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით) იღებს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებულ საკრედიტო რისკს და ამ რისკის შეძენის დასაფინანსებლად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულება ან/და შემოსავლიანობა აღნიშნულ რისკზეა დამოკიდებული; გ) საჯარო შეთავაზება − 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის პირისთვის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების შეთავაზება; დ) კერძო შეთავაზება − სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ისეთი შეთავაზება, რომელიც არ არის საჯარო შეთავაზება; ე) საქართველოში დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, რომლის რეგისტრაციის ან მართვის ადგილი საქართველოშია. ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულად მიიჩნევა აგრეთვე სეკიურიტიზაციის ფონდი, რომელსაც მართავს აქტივების მმართველი კომპანია; ვ) საქართველოში დაფუძნებული ინიციატორი − ინიციატორი, რომლის რეგისტრაციის ან მართვის ადგილი საქართველოშია; ზ) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია; თ) მართვის ადგილი − იურიდიული პირის შემთხვევაში − ადგილი, სადაც მმართველი ორგანო ფაქტობრივად ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში − მისი საქმიანობის ადგილი; ი) მმართველი ორგანო − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მმართველი ორგანო; კ) რესეკიურიტიზაცია − სეკიურიტიზაცია, რომლის საბაზისო აქტივებიდან ერთი მაინც არის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი; ლ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი − ინვესტორი, რომელიც არ არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი; მ) ინიციატორი − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: მ.ა) თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი სხვა იურიდიული პირის ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით მონაწილეობდა თავდაპირველ შეთანხმებაში; მ.ბ) საკუთარი სახსრებით ყიდულობს მესამე პირის მოთხოვნებს და ახორციელებს მათ სეკიურიტიზაციას; ნ) თავდაპირველი შეთანხმება − შეთანხმება, რომლის საფუძველზედაც არსებული/პოტენციური მოვალის მიმართ წარმოიშობა არსებული/პოტენციური მოთხოვნები, რომელთა სეკიურიტიზაციაც ხორციელდება; ო) თავდაპირველი კრედიტორი − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი იურიდიული პირის ან ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით დადო თავდაპირველი შეთანხმება; პ) ინვესტორი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის მეშვეობით; ჟ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი − ინსტრუმენტი (მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეული (პაი), სეკიურიტიზაციის კომპანიის წილი, სასესხო ვალდებულება), რომელსაც უშვებს ან/და იყენებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან ინიციატორი და რომლის მეშვეობითაც ინვესტორს უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია. ამ კანონის მიზნებისთვის, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი ხელშეკრულებაა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვებაზე აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე მითითებად ჩაითვლება; რ) ინსტიტუციური ინვესტორი − ინვესტორი, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი პირი: რ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი; რ.ბ) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული მიკრობანკი; რ.გ) „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; რ.დ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია; რ.ე) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ან რეგისტრირებული/ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი; რ.ვ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანია; რ.ზ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; რ.თ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; ს) სადამფუძნებლო დოკუმენტი − სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება ან სეკიურიტიზაციის ფონდის წესები; ტ) საბაზისო აქტივი − მოთხოვნა (მათ შორის, სამომავლო მოთხოვნა), რომელთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის სეკიურიტიზაციაც ხორციელდება; უ) კონტროლი − მშობელ საწარმოსა და შვილობილ საწარმოს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის მსგავსი ურთიერთობა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ მიიჩნევა; ფ) მჭიდრო კავშირი − ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის კავშირი: ფ.ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს ხმის უფლების 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით ფლობას; ფ.ბ) კონტროლის მეშვეობით; ფ.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის მეშვეობით; ქ) მნიშვნელოვანი წილი − საწარმოს ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხმის უფლების ოდენობის მიუხედავად; ღ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ყ) რეჟიმი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეჟიმი; შ) ტრანში − საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული, ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბებული საკრედიტო რისკის სეგმენტი, რომელში არსებული პოზიციაც შეიცავს უფრო მეტი ან ნაკლები საკრედიტო დანაკარგის რისკს სხვა სეგმენტში არსებულ იმავე სიდიდის პოზიციასთან შედარებით, პოზიციის მფლობელისთვის მესამე პირის მიერ პირდაპირ მინიჭებული საკრედიტო დაცვის გაუთვალისწინებლად; ჩ) გადახდისუუნარობა − მდგომარეობა, როდესაც: ჩ.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივები (ვადიანობის მიუხედავად) ვეღარ ფარავს მისი მთლიანი ვალდებულებების (მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების) ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება აქტივებთან შედარებით ვალდებულებების მეტობა; ჩ.ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან სეკიურიტიზაციის განყოფილება ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა; ც) პირი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, სეკიურიტიზაციის ფონდი), რომელიც არ არის იურიდიული პირი; ძ) მარეგისტრირებელი ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

2.ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული

შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრასტის შექმნა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რისკის შემცირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრიჯ დაფინანსება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 18საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის გადაცემა
  • 20რისკების მართვა
  • 3ზოგადი დებულებები

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49⁴სეკიურიტიზაციის განყოფილება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2249⁴222232182032
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…ფინანსური გირავნობის, …საქართველოს სამოქალაქო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფულის გათეთრებისა და ტ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026