Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებმუხლი 1

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 6 მარ. 2024
თემები:საგადასახადო დაგეგმვასაწარმოს ღირებულების განსაზღვრარისკების მართვასაკრედიტო ინსტრუმენტებიინტელექტუალური საკუთრების შეფასებასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი (მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია); ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები; გ) (ამოღებულია - 06.03.2024, №4055); დ) სასესხო დავალიანება: დ.ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხის და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულება; დ.ბ) ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულება – საწარმოზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხი და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტი, რომელთა დაბრუნების ვადა არ დამდგარა; ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ სასესხო დავალიანების დადგენილ ვადაში დაფარვის შეუძლებლობა; ვ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმის, საურავის, პირგასამტეხლოს და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია უნდა მოიცავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ამ სასესხო დავალიანების ფარგლებში არსებული ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას; ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განსაზღვრული ვადით შეჩერება; თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განვადება; ი) განსაკუთრებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ხორციელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების) რესტრუქტურიზაცია შემდეგი პირობების არსებობისას: ი.ა) მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი აქვს; ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებისთვის ანაზღაურების მიუღებლობის გამო, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო; კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება: კ.ა) რომელიც ვერ დაიფარება მისი ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად; კ.ბ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომელიც ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ.გ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომლის ქონებაც, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავიდა; კ.დ) რომელიც, კომისიის შეფასებით, ვერ დაიფარება, საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე; კ.ე) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; კ.ვ) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც კრედიტორის მოთხოვნა შესაბამისი პირის გაკოტრების რეჟიმის ან/და რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში არ იქნა აღიარებული; ლ) ერთი შესასრულებელი ვალდებულება − განსაზღვრული თარიღისთვის არსებული ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1966 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.255 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482 საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7168 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 14 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საწარმოს რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამომხმარებლო დავალიანების სამართალწარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამრეწველო დიზაინის და სასარგებლო მოდელის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვადიანი სესხის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 მარ. 2024 · №18

  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

რეაბილიტაციისა და … 106

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 7ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
  • 8ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადის დამთავრება ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა
  • 2ზოგადი დებულებები

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 6ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17822250221063621
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…ფინანსურ კონგლომერატში…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საგადასახადო დავალიანე…სამეწარმეო საქმიანობის…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 მარ. 2024 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026