იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: მ.ა) თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი სხვა იურიდიული პირის ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით მონაწილეობდა თავდაპირველ შეთანხმებაში; მ.ბ) საკუთარი სახსრებით ყიდულობს მესამე პირის მოთხოვნებს და ახორციელებს მათ სეკიურიტიზაციას
