ლექსიკონი

ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია

კანონში განსაზღვრული 2 განმარტება

ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია მოიცავს: ზ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ზ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ; ზ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს; ზ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ; ზ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ; ზ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; ზ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ.ი) სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია შეიცავს: თ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; თ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ; თ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ; თ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს; თ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ; თ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ; თ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; თ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს; თ.ი) ამ კანონის შესაბამისად სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)