ლექსიკონი

ფასიანი ქაღალდი

კანონში განსაზღვრული 1 განმარტება

მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები , რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით ( ან მათი კომბინირებული ვარიანტით ) ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლების მატარებლები , საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები . ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება , როგორც ფასიანი ქაღალდები : ა ) ბანკების ვალდებულებები , დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან დაფინანსებასთან , რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი , შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა ; ბ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ანუიტეტი, გაცემული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ; გ ) ჩეკი ( რეგულირდება საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ “ ); გ 1 ) თამასუქი ( რეგულირდება საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ “ ); გ 2 ) დერივატივი, რომლის საჯარო შეთავაზება არ ხდება და რომლის ღირებულება და ფულადი ნაკადები საჯარო ფასიან ქაღალდზე დამოკიდებული არ არის; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც რეგულირდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)