ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ინფორმაციული მიზნით — არ არის იურიდიული რჩევა.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. ანგარიშვალდებული საწარმო – ამ კანონის მე -9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო .
2. არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) – ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას.
3. აუდიტორი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუდიტორი ან/და აუდიტორული (აუდიტური) ფირმა, რომელიც დამოუკიდებელია და არ არის იმ ემიტენტთან ან/და საწარმოსთან დაკავშირებული პირი, რომელსაც იგი აუდიტორულ მომსახურებას უწევს.
4. ბანკი – საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“ , ხოლო ლიცენზირებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით.
5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი. 5 1 . რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი, რომელიც რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს ფლობს მხოლოდ თავის სასარგებლოდ.
6. ბროკერი – ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.
7. გაზეთი – გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი.
8. ( ამოღებულია ).
9. გაყიდვა – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ.
10. ლიცენზია – „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია .
11. დაკავშირებული პირი : ა ) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი , რომელიც , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად , კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება ; ბ ) საწარმო , რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს , ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე ; გ ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი , რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს , ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე ; დ ) იურიდიული პირის შემთხვევაში : დ . ა ) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან / და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ; დ . ბ ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი , რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს , ზემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირის გადაწყვეტილებებზე .
12. ემისიის პროსპექტი – წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება.
13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ.
14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
15. საბოლოო პროსპექტი – დამტკიცებული პროსპექტისა და დამტკიცებული შეთავაზების პირობების დოკუმენტის ერთობლიობა. 15 1 . შეთავაზების პირობების დოკუმენტი − დოკუმენტი, რომელიც საბოლოო პროსპექტის განუყოფელი ნაწილია და რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ზუსტდება შეთავაზების საბოლოო პირობები.
16. ემიტენტი – პირი, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნი, რომლებიც უშვებენ ფასიან ქაღალდებს. 16 1 . საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი – ემიტენტი, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები.
17. (ამოღებულია).
18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ეს კანონი, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებას ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
19. (ამოღებულია). 19 1 . (ამოღებულია - 10.03.2017, №441) .
20. კონტროლი (მნიშვნელოვანი წილი) – ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ხმების 10%-ზე მეტს ფლობს ან მას სხვაგვარად შეუძლია საწარმოს გაკონტროლება.
21. მეორადი საჯარო ვაჭრობა – ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც: ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3 , მე-4 , მე-5 , მე-6 , მე-7 , მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს; ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის.
22. მმართველი ორგანო –– დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო.
23. პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის.
24. რეგისტრირებული მფლობელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს ფლობს თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ნომინალური მფლობელი).
25. რეკლამა – განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით.
26. საბროკერო კომპანია – იურიდიული პირი , რომელსაც აქვს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია .
27. სამეურნეო წელი – დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
28. სამთავრობო ფასიანი ქაღალდი –– საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი.
29. საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი , რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა - გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას , ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას .
30 . (ამოღებულია).
31. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევა – დარღვევა , რომელიც არ არის ტექნიკური ხასიათის და წარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონების ან საფონდო ბირჟის ან დეპოზიტარის წესების მოთხოვნათა განზრახ უგულებელყოფას .
32. ფასიანი ქაღალდი ( ფასიანი ქაღალდები ) – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები , რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით ( ან მათი კომბინირებული ვარიანტით ) ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლების მატარებლები , საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები . ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება , როგორც ფასიანი ქაღალდები : ა ) ბანკების ვალდებულებები , დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან დაფინანსებასთან , რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი , შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა ; ბ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ანუიტეტი, გაცემული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ; გ ) ჩეკი ( რეგულირდება საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ “ ); გ 1 ) თამასუქი ( რეგულირდება საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ “ ); გ 2 ) დერივატივი, რომლის საჯარო შეთავაზება არ ხდება და რომლის ღირებულება და ფულადი ნაკადები საჯარო ფასიან ქაღალდზე დამოკიდებული არ არის; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც რეგულირდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით.
33. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი. 33 1 . რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ქაღალდის ფორმით არ არსებობს, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში, ხოლო თუ ფასიანი ქაღალდი ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული – ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში.
34. საინვესტიციო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით.
35. სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე ; იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს , თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული .
36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების საფუძველზე (მათ შორის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ) ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე.
37. ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) – პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს.
38. ფასიანი ქაღალდების კლასი – ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადასტურებს იდენტურ უფლება - მოვალეობებს .
39. წილობრივი ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში.
40. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე – ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი.
41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ანგარიშვალდებული საწარმო, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი.
42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესებით.
43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელსაც რეგისტრირებული მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან სხვა ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში და რეგისტრირებული მფლობელის სასარგებლოდ ჩაერთოს ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში. 43 1 . ანგარიშის მწარმოებელი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი.
44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია ამ რეესტრში რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც საბროკერო კომპანია (საბროკერო კომპანიები) ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი (ფინანსური ინსტიტუტები) კისრულობს (კისრულობენ) ვალდებულებას, განათავსოს (განათავსონ) ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ საფუძველზე ან არაგარანტირებულ საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად: ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით; ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე.
47. შეთავაზება – გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტისათვის ანდა საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, მონაწილეობა მიიღოს ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში.
48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია, უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით.
49. ჩანაწერი – ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით.
50. ცენტრალური დეპოზიტარი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირებას და ასრულებს იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციებიდან ერთს მაინც, აგრეთვე შეუძლია განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური დეპოზიტარის ფუნქციებს ასრულებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 50 1 . წევრი – საფონდო ბირჟის წევრი საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად ან ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილე ცენტრალური დეპოზიტარის წესების შესაბამისად. 50 2 . სისტემის მონაწილე (მონაწილე) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სისტემის მონაწილე (მონაწილე).
51. წერილობითი ფორმა – ქაღალდის (მატერიალური დოკუმენტის) ან სხვა ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით წერილობითი კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა. 51 1 . ხანგრძლივი მატარებელი – ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის, ელექტრონული), რომელიც პირს საშუალებას აძლევს, პირადად მისთვის მიწოდებული ინფორმაცია ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში ისე შეინახოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა.
52. ( ამოღებულია – 10.04.2012, №6022 ).
53. განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები.
54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საპენსიო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი. [ 54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საპენსიო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის, საინვესტიციო ფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 55. საინვესტიციო ფონდი – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი.
56. (ამოღებულია - 14.07.2020, №6806) .
57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ მან აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
58. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი – პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200,000 ლარს.
59. (ამოღებულია - 14.07.2020, №6806) .
60. (ამოღებულია - 14.07.2020, №6806) .
61. ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი – ემიტენტის მიერ გამოშვებული და განთავსებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას: ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ 5%-იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს, გარდა იმ ფასიანი ქაღალდების პაკეტისა, რომელსაც დეპოზიტარული ხელწერი ლების გამოშვების მიზნით რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს საერთაშორისო დეპოზიტარი; ბ) სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს; გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს .
62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები.
63. კოტირება – საფონდო ბირჟის მიერ ფასიანი ქაღალდის ოფიციალური ფასის ან / და ფასთა ინტერვალის დადგენა გარკვეული თარიღისათვის , გაანგარიშებული დადებული გარიგებების ან / და გაკეთებული სავაჭრო განაცხადების საფუძველზე , ბირჟის მიერ დამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად .
64. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში – ფინანსური ანგარიში , რომელიც მოიცავს როგორც მშობელი , ისე შვილობილი საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს .
65. შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას.
66. ფილიალი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი.
67. საპენსიო ფონდი − დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი.
68. ბენჩმარკი − ნებისმიერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ან გამოქვეყნებული განაკვეთი, ინდექსი ან რიცხვი, რომელიც პერიოდულად ან რეგულარულად განისაზღვრება ფორმულის გამოყენებით, ერთი ან რამდენიმე აქტივის ღირებულების, ფასების (მათ შორის, საპროგნოზო ფასების), საპროცენტო განაკვეთების ან სხვა ღირებულებების (მათ შორის, საპროგნოზო განაკვეთების) ან კვლევების საფუძველზე და რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ფინანსურ ინსტრუმენტში გადასახდელი თანხა ან ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება.
69. ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ანგარიში, რომელიც გამიჯნულია ანგარიშის მწარმოებლის საკუთარი ფასიანი ქაღალდების ანგარიშისგან და გამოიყენება ამ ანგარიშის მწარმოებლის კლიენტთა მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების ერთობლივად აღრიცხვისთვის.
70. ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ანგარიში, რომელიც გამიჯნულია ანგარიშის მწარმოებლის საკუთარი ფასიანი ქაღალდების ანგარიშისგან და გამოიყენება ამ ანგარიშის მწარმოებლის კლიენტის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების სხვა კლიენტების მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდებისგან განცალკევებულად აღრიცხვისთვის.
71. ფინანსური კონგლომერატი − „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური კონგლომერატი. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1925-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.235 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2831-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.105 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3312 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5668 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5680 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6982 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2607 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3349 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3771 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3930 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4323 – ვებგვერდი, 12.07.2024წ . საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი II ფასიანი ქაღალდების შეთავაზება საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ