საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორია, მათ შორის, სახმელეთო სივრცე, მისი წიაღი და საჰაერო სივრცე მის ზემოთ, შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი, წიაღი და საჰაერო სივრცე მათ ზემოთ, აგრეთვე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან/და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად
საქართველოს ტერიტორია
კანონში განსაზღვრული 3 განმარტება
წყაროები:საქართველოს საგადასახადო კოდექსი · მუხლი 157საქართველოს მოქალაქეობის შესახებ · მუხლი 2საქართველოს საჰაერო კოდექსი · მუხლი 1
საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები
საქართველოს სუვერენიტეტისადმი დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მისი მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

