Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონისახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება
ლექსიკონი

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება

კანონში განსაზღვრული 2 განმარტება

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

მუხლი 2

სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონელი, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთი და სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება

სახელმწიფო ქონების შესახებ

მუხლი 2

საქართველოს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით გადასული, პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო ან უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)