სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №2კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება (შემდგომში – ქონება) – სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონელი, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთი და სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება; გ) ქონების განკარგვა – სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაცია, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ქონების რეალიზაცია – სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონის მეშვეობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით; ე) ქონების განაწილება – სააგენტოს მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) ქონების განადგურება – სააგენტოს მიერ ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქონების რეალიზაციას ახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. საქართველოს 20 10 წლის 8 აპრილ ის კანონი № 2920 - სსმ I,  № 21 , 22 .0 4 .20 10 წ., მუხ. 120

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 22 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
233123221052262
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საჯარო სამართლის იურიდ…ამნისტიისა და არადეკლა…აჭარის ავტონომიური რეს…