სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინის წარმომადგენელსა და მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს აზარტული თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის მიზნებისთვის სამორინის მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც მექანიკურად ამოქმედდება. სამორინის მაგიდა, რომელზედაც სამორინის ორ ან ორზე მეტ წარმომადგენელსა და მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის ერთდროულად ორი ან ორზე მეტი თამაშობა მიმდინარეობს, იმდენ სამორინის მაგიდად მიიჩნევა, სამორინის რამდენ წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა
