Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 3

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:რისკების მართვაკორპორაციული და ინდივიდუალური განათლებაპერსონალური ინვესტიციაშესაბამისობის ტრენინგიმენეჯმენტის ტრენინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ამოცანით მართვა − სტრატეგიულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება ცენტრალიზებული დაგეგმვისა და დეცენტრალიზებული აღსრულების პრინციპით, მიზანზე ორიენტირებული დავალების გაცემისა და ამოცანის შესრულების პროცესში დისციპლინირებული ინიციატივის წახალისებით, სწრაფად ცვალებად გარემოსთან მუდმივი ადაპტაციისა და დასახული მიზნის ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად; ბ) გვარეობა − საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ − თავდაცვის ძალები) სახეობის საბრძოლო, საბრძოლო მხარდაჭერის ან/და საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანების შემსრულებელი ქვედანაყოფისთვის დამახასიათებელი ტაქტიკის, მისი ტექნიკის, შეიარაღების, ფუნქციების, შესაძლებლობებისა და პერსონალის კარიერული განვითარების ერთობლიობა; გ) დაქვემდებარებული − თანამდებობით ან/და სამხედრო წოდებით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის კანონიერი ბრძანება; დ) დისციპლინური გადაცდომა − სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) დისციპლინური ქმედება. განზრახი და გაუფრთხილებელი დისციპლინური ქმედებების ცნებები განიმარტება მინისტრის ნორმატიული აქტით; ე) დოქტრინა − ძირითადი პრინციპებისა და მითითებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მიზნის მიღწევას; ვ) ეროვნული თავდაცვის სისტემა − ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო თავდაცვაში ჩართულ სახელმწიფო ორგანოებს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ან მის მართვაში არსებულ საწარმოებს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის მიზნით შექმნილ სამხედრო ქონებასა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას; ზ) ეროვნული მედეგობა − სახელმწიფოსა და საზოგადოების უნარი, გაუძლონ გარე სამხედრო და არასამხედრო ზემოქმედებას, გაუმკლავდნენ ამ ზემოქმედების შედეგებს და შეძლონ ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება/აღდგენა; თ) ეროვნული წინააღმდეგობა − სამხედრო და არასამხედრო მეთოდებით მოწინააღმდეგეზე მუდმივი წნეხის შენარჩუნება, რაც მას ხელს შეუშლის ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე სრული კონტროლის დამყარებაში; ი) თავდაცვის ორგანიზება − სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება შესაბამისი დაგეგმვის მექანიზმების, დამხმარე სისტემებისა და ინფრასტრუქტურის, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ტენდენციების გათვალისწინებით; კ) თავდაცვის ძალების სახეობა − თავდაცვის ძალების ძირითადი კომპონენტი, რომლის დანიშნულებაა განსხვავებულ საბრძოლო გარემოში სამხედრო ოპერაციების განხორციელება ან/და თვისებრივად განსხვავებული საბრძოლო ფუნქციების შესრულება; ლ) იუნკერი − სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, რომელმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; მ) კადეტი − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე; ნ) მართვა − მეთაურის/უფროსის/შტაბის/სამსახურის და მართვის სხვა ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, მათი საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადება და მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულება; ო) მეთაური − სამხედრო თანამდებობის პირი, რომელიც მართავს მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება, დაქვემდებარებულის მიმართ გასცეს შესასრულებლად სავალდებულო სამსახურებრივი მითითებები და ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შესრულების შემოწმება; პ) მინისტრი − საქართველოს თავდაცვის მინისტრი; ჟ) მსმენელი − პირი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ან სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიღმა არსებულ პროგრამაზე; რ) მხარდამჭერი დოკუმენტი − სამშვიდობო ოპერაციასთან ან საერთაშორისო სწავლებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება (მიუხედავად მისი სახელწოდებისა და ფორმისა), რომელიც არ არის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულება. თუ სამშვიდობო ოპერაციაში ან საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად სხვა ადმინისტრაციული ორგანოც მონაწილეობს, მხარდამჭერი დოკუმენტის მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე ეს ადმინისტრაციული ორგანო; ს) რეზერვისტი − პირი, რომელიც ჩარიცხულია თავდაცვის ძალების რეზერვში; ტ) სადისციპლინო ქულა − იუნკრისთვის  ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით მინიჭებული 100 სადისციპლინო ქულა, რომელიც მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით; უ) საერთაშორისო სწავლება − საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ერთი ან ერთზე მეტი უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების, საბრძოლო მომზადების, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის შესაძლებლობებისა და უნარების ამაღლების მიზნით ჩატარებული ერთობლივი სწავლება; ფ) სამინისტრო − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ) სამინისტროს მოსამსახურე − სამხედრო მოსამსახურე, სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან/და თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირი ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი; ღ) სამშვიდობო ოპერაცია − საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაცია, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა; ყ) სამხედრო დისციპლინა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესრიგი, რომლის დაცვა სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებაა; შ) სამხედრო მოსამსახურე − სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი; ჩ) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა − სამხედრო ამოცანების, ფუნქციებისა და მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პროფესიული კვალიფიკაციის, უნარებისა და გამოცდილების ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი  პერსონალის მონაცემთა აღრიცხვის, სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობებზე დანიშვნისა და მათი კარიერული განვითარების საფუძველია; ც) სამხედრო სასწავლებელი − სამინისტროს სისტემაში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ძ) საპატიო მიზეზი − სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით; წ) სახელმწიფო თავდაცვა − ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ღონისძიებების ერთობლიობა; ჭ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკა − ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ საქმიანობას, კერძოდ, ქვეყანაში და მისი ფარგლების გარეთ თავდაცვის სფეროში არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების პროგნოზირებას, გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; ხ) ტოტალური თავდაცვა − ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ მასზე აღმატებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სამხედრო და სამოქალაქო რესურსებისა და აქტივების გამოყენება ეროვნული მედეგობის მიღწევისთვის. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი II სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა

რედაქციების შედარება

ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ამოცანით მართვა − სტრატეგიულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება ცენტრალიზებული დაგეგმვისა და დეცენტრალიზებული აღსრულების პრინციპით, მიზანზე ორიენტირებული დავალების გაცემისა და ამოცანის შესრულების პროცესში დისციპლინირებული ინიციატივის წახალისებით, სწრაფად ცვალებად გარემოსთან მუდმივი ადაპტაციისა და დასახული მიზნის ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად; ბ) გვარეობა − საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ − თავდაცვის ძალები) სახეობის საბრძოლო, საბრძოლო მხარდაჭერის ან/და საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანების შემსრულებელი ქვედანაყოფისთვის დამახასიათებელი ტაქტიკის, მისი ტექნიკის, შეიარაღების, ფუნქციების, შესაძლებლობებისა და პერსონალის კარიერული განვითარების ერთობლიობა; გ) დაქვემდებარებული − თანამდებობით ან/და სამხედრო წოდებით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის კანონიერი ბრძანება; დ) დისციპლინური გადაცდომა − სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) დისციპლინური ქმედება. განზრახი და გაუფრთხილებელი დისციპლინური ქმედებების ცნებები განიმარტება მინისტრის ნორმატიული აქტით;ქმედება; ე) დოქტრინა − ძირითადი პრინციპებისა და მითითებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მიზნის მიღწევას; ვ) ეროვნული თავდაცვის სისტემა − ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო თავდაცვაში ჩართულ სახელმწიფო ორგანოებს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ან მის მართვაში არსებულ საწარმოებს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის მიზნით შექმნილ სამხედრო ქონებასა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას; ზ) ეროვნული მედეგობა − სახელმწიფოსა და საზოგადოების უნარი, გაუძლონ გარე სამხედრო და არასამხედრო ზემოქმედებას, გაუმკლავდნენ ამ ზემოქმედების შედეგებს და შეძლონ ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება/აღდგენა; თ) ეროვნული წინააღმდეგობა − სამხედრო და არასამხედრო მეთოდებით მოწინააღმდეგეზე მუდმივი წნეხის შენარჩუნება, რაც მას ხელს შეუშლის ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე სრული კონტროლის დამყარებაში; ი) თავდაცვის ორგანიზება − სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება შესაბამისი დაგეგმვის მექანიზმების, დამხმარე სისტემებისა და ინფრასტრუქტურის, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ტენდენციების გათვალისწინებით; კ) თავდაცვის ძალების სახეობა − თავდაცვის ძალების ძირითადი კომპონენტი, რომლის დანიშნულებაა განსხვავებულ საბრძოლო გარემოში სამხედრო ოპერაციების განხორციელება ან/და თვისებრივად განსხვავებული საბრძოლო ფუნქციების შესრულება; ლ) იუნკერი − სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, რომელმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; მ) კადეტი − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე; ნ) მართვა − მეთაურის/უფროსის/შტაბის/სამსახურის და მართვის სხვა ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, მათი საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადება და მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულება; ო) მეთაური − სამხედრო თანამდებობის პირი, რომელიც მართავს მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება, დაქვემდებარებულის მიმართ გასცეს შესასრულებლად სავალდებულო სამსახურებრივი მითითებები და ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შესრულების შემოწმება; პ) მინისტრი − საქართველოს თავდაცვის მინისტრი; ჟ) მსმენელი − პირი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ან სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიღმა არსებულ პროგრამაზე; რ) მხარდამჭერი დოკუმენტი − სამშვიდობო ოპერაციასთან ან საერთაშორისო სწავლებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება (მიუხედავად მისი სახელწოდებისა და ფორმისა), რომელიც არ არის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულება. თუ სამშვიდობო ოპერაციაში ან საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად სხვა ადმინისტრაციული ორგანოც მონაწილეობს, მხარდამჭერი დოკუმენტის მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე ეს ადმინისტრაციული ორგანო; ს) რეზერვისტი − პირი, რომელიც ჩარიცხულია თავდაცვის ძალების რეზერვში; ტ) სადისციპლინო ქულა − იუნკრისთვის  ან სამხედროსასწავლო სასწავლებელშიწლის ჩარიცხული,დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში (პირველ კურსზე მყოფი იუნკრისთვის − სამხედრო მოსამსახურისსასწავლებელში სტატუსისჩარიცხვის მქონედღიდან მსმენელისთვისმომდევნო ამსასწავლო კოდექსითწლის დადგენილიდაწყებამდე წესითპერიოდში) მინიჭებული 100 სადისციპლინო ქულა, რომელიც მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულიდადგენილი ოდენობით; უ) საერთაშორისო სწავლება − საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ერთი ან ერთზე მეტი უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების, საბრძოლო მომზადების, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის შესაძლებლობებისა და უნარების ამაღლების მიზნით ჩატარებული ერთობლივი სწავლება; ფ) სამინისტრო − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ) სამინისტროს მოსამსახურე − სამხედრო მოსამსახურე, სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან/და თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირი ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი; ღ) სამშვიდობო ოპერაცია − საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაცია, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა; ყ) სამხედრო დისციპლინა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესრიგი, რომლის დაცვა სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებაა; შ) სამხედრო მოსამსახურე − სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი; ჩ) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა − სამხედრო ამოცანების, ფუნქციებისა და მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პროფესიული კვალიფიკაციის, უნარებისა და გამოცდილების ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი  პერსონალის მონაცემთა აღრიცხვის, სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობებზე დანიშვნისა და მათი კარიერული განვითარების საფუძველია; ც) სამხედრო სასწავლებელი − სამინისტროს სისტემაში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ძ) საპატიო მიზეზი − სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით; წ) სახელმწიფო თავდაცვა − ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ღონისძიებების ერთობლიობა; ჭ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკა − ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ საქმიანობას, კერძოდ, ქვეყანაში და მისი ფარგლების გარეთ თავდაცვის სფეროში არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების პროგნოზირებას, გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; ხ) ტოტალური თავდაცვა − ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ მასზე აღმატებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სამხედრო და სამოქალაქო რესურსებისა და აქტივების გამოყენება ეროვნული მედეგობის მიღწევისთვის. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი II სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტრატეგიული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IP სტრატეგია აღმზიდელებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორაციული კრიპტო ტრენინგი აღმასრულებლებისთვის და გუნდებისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-26
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 2კოდექსის რეგულირების სფერო
  • 1კოდექსის მიზანი

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13²ტერმინთა განმარტება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 2¹ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2322¹313²223373213
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…საჯარო სამართლის იურიდ…შრომის ინსპექციის შესა…პოლიციის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026