Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 3

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თავშესაფრის განცხადებებისაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლილტოლვილის სტატუსიხელშეკრულებათა სამართალისახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებიადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით გამოხატვა, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში − შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; აგრეთვე სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების მომენტიდან შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში − სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებას; ე) განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარდგენილი განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომელიც განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით; ვ) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს თავშესაფრის პროცედურა და რომლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი; ზ) საერთაშორისო დაცვა – უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭება და მისი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით უზრუნველყოფა; თ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობას, მის მიმართ თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას; ი) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენას და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპის დაწყებას; კ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ლ) დამატებითი დაცვის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა დამატებითი დაცვა; მ) დროებითი დაცვის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვა; ნ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – ლტოლვილი, დამატებითი დაცვის მქონე პირი, დროებითი დაცვის მქონე პირი; ო) არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი – არასრულწლოვანის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების, არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მისი მოსაზრების გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“; პ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა; ჟ) უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა – წარმოშობის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული სისტემისა და ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობის ფარგლებში არსებული საკანონმდებლო მოწყობა და მისი აღსრულება მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, ზოგადად და განგრძობადად, არ არის დევნა ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აგრეთვე არ არსებობს სერიოზული ზიანის რეალური რისკი ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; რ) უსაფრთხო მესამე ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც არ არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყანასა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შორის არსებული კავშირის საფუძველზე შეიძლება იგი აღნიშნულ ქვეყანაში კანონიერი გზით იქნეს დაშვებული, ამასთანავე: რ.ა) ამ ქვეყანაში მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე არ შეექმნება; რ.ბ) ამ ქვეყანაში იგი არ დადგება სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; რ.გ) ამ ქვეყანაში მის მიმართ დაცული იქნება არგაძევების პრინციპი „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად; რ.დ) მისი ამ ქვეყნიდან გაძევებით არ დაირღვევა წამებისგან ან არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისგან დაცვის უფლება; რ.ე) მას ექნება შესაძლებლობა, მოითხოვოს ლტოლვილის სტატუსი და მისთვის ამის საჭიროების დადგენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დაცვა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად; ს) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე; ტ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით გადმოკვეთა; უ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა – თავშესაფრის მაძიებლის შესაძლებლობა, გადაადგილდეს წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე, ან მას აქვს საშუალება, ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცვის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ეფექტიანად და ხანგრძლივად იყოს დაცული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან, ამასთანავე, სადაც მას შეუძლია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, აგრეთვე ისარგებლოს მისი უფლებების პატივისცემით და ჰქონდეს ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობა; ფ) ოჯახის წევრი – წარმოშობის ქვეყანაში უკვე არსებული ოჯახის წევრი, კერძოდ: ფ.ა) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ანდა თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი; ფ.ბ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დასაოჯახებელი არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ანდა თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ნაშვილები, დასაოჯახებელი არასრულწლოვანი; ფ.გ) დასაოჯახებელი არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დედა, მამა, კანონიერი წარმომადგენელი; ქ) მარტოხელა მშობელი – თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი (დედა, მამა) არასრულწლოვან შვილთან/შვილებთან ერთად; ღ) ოჯახის გაერთიანება – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ცხოვრება; ყ) წარმოებული სტატუსი – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისთვის მინიჭებული სტატუსი; შ) მასობრივი შემოსვლა – ერთი წარმოშობის ქვეყნის მქონე უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რომელთა მიმართ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ეფექტიანი ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა; ჩ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია – საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე მის მიერ წარმოშობის ქვეყანაში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ც) საპატიო მიზეზი – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენას ან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება აგრეთვე დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორი), კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან/და სხვა ისეთი გარემოება, რომლის გამოც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მყოფი ოჯახის წევრის გარდაცვალება, რასაც ადასტურებს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი; ძ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი, ხანდაზმული პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ორსული ქალი, მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, წამების მსხვერპლი, გაუპატიურების მსხვერპლი, სხვა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი; წ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; ჭ) დროებითი განთავსების ცენტრი – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა/თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; ხ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი; ჯ) სამგზავრო პასპორტი – დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი; ჰ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი; ჰ 1 ) თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მშობლის/მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე გადმოკვეთა და რომლის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტისთვის მისი მშობელი/მშობლები ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი მის წარმომადგენლობას არ ახორციელებს/არ ახორციელებენ, აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის გარეშე აღმოჩნდა; ჰ 2 ) მინისტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ჰ 3 ) მონაცემთა ბაზა – უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო; ჰ 4 ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ამ კანონის X თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები. თავი II თავშესაფრის პროცედურის ზოგადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეები10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიგრანტის უკანონო გადაყვანა (მუხლი 344¹) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფარი (სისხლის სამართლე)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავშესაფარი რელიგიური დევნის საფუძველზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
10
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

უცხოელთა და მოქალა… 2მუხლი 15მუხლი 19მუხლი 2მუხლი 22მუხლი 28მუხლი 38მუხლი 40მუხლი 52მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

იურიდიული დახმარებ… 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 77სამინისტრო
  • 25საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 1კანონის მოქმედების სფერო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 67სამინისტრო
  • 1კანონის მოქმედების სფერო

სოციალური დახმარების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52367151922228384052977253
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…იურიდიული დახმარების შ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026