ლექსიკონი

შეთავაზება

კანონში განსაზღვრული 2 განმარტება

გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტისათვის ანდა საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, მონაწილეობა მიიღოს ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში

საინვესტიციო ფონდის ერთეულების გასხვისების ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი მცდელობა აქტივების მმართველი კომპანიის ინიციატივით ან მისი სახელით იმ საინვესტიციო ფონდის ერთეულებთან მიმართებით, რომელსაც იგი მართავს, ან საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით ან მისი სახელით საკუთარ ერთეულებთან მიმართებით

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)