ორი ან ორზე მეტი სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია ერთი მოგზაურობისთვის, თუ სრულდება ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ ან „ჰ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება გაერთიანებულია ამავე მუხლის „ჰ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან ერთზე მეტ ტურისტულ მომსახურებაში, თუ ეს ტურისტული მომსახურება (მომსახურებები) არ შეადგენს ტურისტული მომსახურებების ჯამური ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტს, რეკლამირებული არ არის და არც სხვა მხრივ არის ტურისტული მომსახურებების ერთობლიობის არსებითი ნაწილი ან არჩეული და შეძენილია მას შემდეგ, რაც ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ ან „ჰ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების განხორციელება დაწყებულია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია შემდეგი პირობები: ჰ 3 .ა) ტურისტული მომსახურებები ერთმა მოვაჭრემ გააერთიანა, მათ შორის, ტურისტის მოთხოვნით ან მისი შერჩევით, ყველა მომსახურებისთვის ერთი ხელშეკრულების გაფორმებამდე; ჰ 3 .ბ) ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებთან დადებულია ან დადებული არ არის ცალკე ხელშეკრულებები და ტურისტული მომსახურებები აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ჰ 3 .ბ.ა) შეძენილია გაყიდვის ერთ პუნქტში და ტურისტული მომსახურებები შეირჩევა მანამ, სანამ ტურისტი თანხმობას განაცხადებს თანხის გადახდაზე; ჰ 3 .ბ.ბ) შეთავაზებულია, იყიდება ან ანგარიშსწორება ხდება ჯამური ღირებულების სანაცვლოდ; ჰ 3 .ბ.გ) რეკლამირებულია ან იყიდება „პაკეტის“ ან მსგავსი ტერმინის გამოყენებით; ჰ 3 .ბ.დ) გაერთიანებულია იმ ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლის საფუძველზედაც მოვაჭრე ტურისტს ანიჭებს უფლებამოსილებას, სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას შორის გააკეთოს არჩევანი; ჰ 3 .ბ.ე) შეძენილია სხვადასხვა მოვაჭრისგან ერთმანეთთან დაკავშირებული ონლაინდაჯავშნის პროცედურით, თუ მოვაჭრე, რომელთანაც დადებულია პირველი ხელშეკრულება, სხვა მოვაჭრეს/მოვაჭრეებს აცნობებს ტურისტის სახელს, გადახდის დეტალებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს და ამ უკანასკნელ მოვაჭრესთან/მოვაჭრეებთან იდება ხელშეკრულება პირველი ტურისტული მომსახურების დაჯავშნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 24 საათისა
