„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 102. მედიაციის პროცესის კონფიდენციალურობა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია.

2.მედიატორ ნოტარიუსს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებისას.

3.თუ მხარეები სხვაგვარად არ დაადგენენ, სამედიაციო შეთანხმებით განისაზღვრება, რომ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია და დოკუმენტი არ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ დავის განმხილველ სხვა ორგანოში. ეს წესი არ გამოიყენება, თუ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს სასამართლოში წარადგენს ის მხარე, რომელმაც გაამჟღავნა იგი, ან თუ ეს ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მეორე მხარემ კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მიიღო, ან ამ დოკუმენტაციას/ინფორმაციას მხარე ისედაც ფლობდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 11 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2010 – 1 ოქტ. 2013 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
104187¹38¹1051061082019106722102
მნიშვნელობით ახლოსმედიაციის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23